სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა გუდაურში

სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა გუდაურში

პროექტის განხორციელება დავიწყეთ 2019 წლის სექტემბერში. სამშენებლო მოედნის საერთო ფართი შეადგენს 45 000 მ2. პროექტი მოიცავს სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც შედგება 16 შენობისაგან, სამშენებლო ფართი შეადგენს 50 000 მ2, რომლის მშენებლობის და რემონტის დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2023 წელს.

დამკვეთთან მიღწეული შთანხმების შემდეგ, კომპანია "ჯეო ქონსთრაქშენი"-ს ხელმძღვანელობამ პროექტის სპეციფიკაციიდან, მისი სირთულიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე დაამტკიცა მშენებლობის წარმოების ჯგუფი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებლის ხელმძღვანელობით. ჯგუფის შემადგენლობაში ასევე არიან გამოცდილი გეოდეზისტები. უბნის უფროსის ზედამხედველობით ხდება დარგობრივი ბრიგადების ოპტიმალური რაოდენობების განსაზღვრა და სამშენებლო ფრონტზე ეფექტური გადანაწილების დაგეგმვა. ასევე, დაინიშნა პროექტის მენეჯერი, რომელიც "ჯეო ქონსთრაქშენი"-ს წარმომადგენელია და უშუალო ურთიერთობაშია დამკვეთთან. დამკვეთისთვის კომფორტული პირობების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის მენეჯერი ახდენს მის მუდმივ ინფორმირებას პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

 

"ჯეო ქონსთრაქშენი"-ს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის, მუშახელის და მესამე პირების უსაფრთხოების საკითხი. შესაბამისად, კომპანიის მიერ დაინიშნა სერთიფიცირებული თანამშრომელი შრომის უსაფრთხოების და დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს კანონმდებლობით გათავლისწინებული მოთხოვნების შესრულებას სამშენებლო მოედანზე.

"ჯეო ქონსთრაქშენისათვის" მნიშვნელოვანია სამუშაოების ხარისხიანად შესრულება, შესაბამისად დაინიშნა კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს.

ამ ეტაპზე ობიექტზე განხორციელებულია შემდეგი სახის სამუშაოები:

  1. მოსამზადებელი სამუშაოები: პერიმეტრზე მოეწყო 950 გრძივი მეტრი დროებითი ღობე და აღიჭურვა უსაფრთხოების მანიშნებლებით. ობიექტზე შეყვანილ იქნა დროებითი გზა, წყალი და ელექტროენერგია;
  2. გეოლოგია: ობიექტზე განხორციელდა გეოლოგიური სამუშაოები, დადგინდა არსებული გრუნტის მდგომარეობა და ნოყიერი ნიადაგის მოცულობა;
  3. გეოდეზია: 45 000 მ2-ზე, ჩვენი ჯგუფის მიერ გაკეთდა ტოპოგრაფიული რუკა და პროექტის შესაბამისად დაიკვალა შენობები და გზები. შესაბამისად, დადგინდა გრუნტის მოცულობები შენობების ფუნდამენტებისათვის. მუშაობის ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი ჯგუფი ახდენდა მიწის სამუშაოების კონტროლს;
  4. ექსკავაცია: "ჯეო ქონსთრაქშენი"-ს მიერ მობილიზება გაუკეთდა და გუდაურში სამშენებლო მოედანზე გადაყვანილ იქნა კომპანიის ბალანსზე არსებული 3 ერთეული მძიმე ტექნიკა (ექსკავატორი 30 ტ.), 15 ერთეული თვითმცლელი, ავტო-დამტვირთველი (11 ტ.)და მტკეპნავი (16 ტ.). 45 000 მ2-ზე დავიწყეთ ნოყიერი ნიადაგის მოჭრა, შემდგომი გამოყენების მიზნით, რამაც შეადგინა 11 000 მ3 და დასაწყობებულია სამშენებლო მოედანზე. ნოყიერი ნიადაგის დასაწყობების შემდეგ დავიწყეთ მიწის სამუშაოები საძირკვლის ქვაბულის შესაბამისად, რისთვისაც მოჭრილი და ნაგავსაყრელზე გატანილია 32 000 მ3 გრუნტი.ამ ეტაპზე გამზადებულია 8 ერთეული შენობის საძირკველის ქვაბული;
  5. ინერტული მასალები: დამატებით მობილიზებული იქნა კომპანიის ტექნიკა 1 ერთეული ექსკავატორი (39 ტ.) და 10 ერთეული თვითმცლელი.სამშენებლო მოედანზე შემოვიტანეთ 15 000 მ3ბალასტი, 1 800 მ3 ღორღი და 700 მ3 ქვიშა. 5500 მ3 ბალასტი გაიშალა და დაიტკეპნა პროექტით გათვალისწინებულ გზებზე. ბალასტის დარჩენილი ნაშთი გამოყენებულ იქნება შენობების ფუნდამენტებისათვის;
  6. კომუნიკაცია: მოეწყო 200 გრძივი მეტრი D1000 მმ.-იანი სანიაღვრე კოლექტორი მიმღებით, რაზეც გამოყენებულ იქნა ქვიშა (1 800 მ3) და ღორღი (700 მ3);