რესტორანი "ურმულის" ეზოს მოწყობა

რესტორანი "ურმულის" ეზოს მოწყობა

"ჯეო ქონსთრაქშენი"-ს მიერ, შპს "A.M.D."-ს დაკვეთით განხორციელდა "ურმულის ეზო"-ს მოწყობა, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, გურამიშვილის N86-ში. სამშენებლო-სარემონტო და ეზოს მოწყობის სამუშაოები განხორციელდა 800 მ2-ზე, აშენდა და გარემონტდა 420 მ2 შენობა-ნაგებობა და 80 მ2 დახურული ტერასა, მოპირკეთდა ეზო 400 მ2-ზე.

ასევე, რესტორან "ურმული"-ს არსებულ შენობაზე შეიცვალა სახურავი 860 მ2-ზე და განახლდა და მოპირკეთდა 650 მ2 გარე ფასადი.

პროექტი დაიწყო 2019 წლის 10 ოქტომბერს და დასრულდა 2020 წლის 20 აგვისტოს.