უსაფრთხოების კონტროლი
უსაფრთხოების კონტროლი
კომპანია ხელმძანელობს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი პრინციპებით:
- ობიექტზე უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, მუშაობის უსაფრთხო სისტემის შექმნა და დანერგვა, მუშაობის უსაფრთხო აღჭურვილობის და ტექნიკის უზრუნველყოფა (PPE, შესაბამისი აღჭურვილობა და სხვ.) უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.
- თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მათი ინფორმირებულობის და ცნობიერების დონის ამაღლება HSE პრინციპებისშესახებ.
- კომპანიაში დანერგილი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტული პროცედურისა და წესების გააზრება და ზედმიწევნით შესრულება.
- რისკების შეფასების შედეგად გამოვლენილი პრევენციული და დამცავი ზომების უზრუნველყოფა.
კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ობიექტზე დასაქმებული ინჟინრების, ტექნიკური პერსონალის, მუშახელის და მესამე პირების ეფექტური ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, რისთვისაც იგი აქტიურად თანამშრომლობს სადაზღვევო კომპანიებთან, ასევე ჰყავს საკუთარი შრომის უსაფრთხოების ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია სერტიფიცირებული კადრებით.
კომპანიას შემუშავებული აქვს უსაფრთხოების გეგმა, რის მიხედვითაც შრომის უსაფრთხოების სამსახური ობიექტზე დასაქმებული და ობიექტთან უშუალო შემხებლობაში მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოფს გაცნობითი და განმეორებითი/შემახსენებელი სწავლებების ჩატარებას, პერიოდული ინსტრუქტაჟების ჩატარებას და შესაბამისად სამშენებლო მოედანზე შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვის მონიტორინგს.